Cipriani Residences Batumi

Cipriani Residences Batumi

შავი ზღვის მზით განათებულ სანაპიროზე აღმართული Cipriani Resort, Residences and Casino Batumi ლეგენდარული Cipriani-ს სახელოვანი მემკვიდრეობის ახალ თავს იწყებს — ეს არის ბრენდის პირველი საკურორტო და საცხოვრებელი პროექტი ევროპაში.

საქართველოს ყველაზე დინამიკური ზღვისპირა ქალაქის შუაგულში მდებარე Cipriani Residences Batumi მაცხოვრებლებს ძალდაუტანებელი ელეგანტურობით გამორჩეული ცხოვრების სტილს შესთავაზებს, სადაც ყოველი წამი მარადიული ფუფუნებისა და დახვეწილობის შეგრძნებით იქნება გაჯერებული.

Capriani

Cipriani-ს მემკვიდრეობა

Cipriani-ს ისტორია 1931 წელს დაიწყო, როდესაც ჯუზეპე ჩიპრიანმა ვენეციაში "ჰარის ბარი" (Harry’s Bar) გახსნა. თბილი და სტუმართმოყვარე გარემოთი გამორჩეული ეს პატარა სივრცე მალევე იქცა ხელოვანების, არისტოკრატებისა და მწერლების თავშეყრის ადგილად. სტუმრები ბარში მარტინის დასალევად მიდიოდნენ, თუმცა საინტერესო საუბრების გამო რჩებოდნენ. ადგილი, რომელიც ისეთ პიროვნებებს იზიდავდა, როგორებიც ერნესტ ჰემინგუეი და ქეთრინ ჰეპბერნი იყვნენ, მალევე გახდა ცნობილი თავისი მომხიბვლელი ატმოსფეროთი და დელიკატური, სტუმრების საჭიროებებზე მორგებული მომსახურებით.

Capriani

ზღვისპირა ელეგანტურობა

ბათუმი თბილისიდან დასავლეთით, 300 კილომეტრით დაშორებული ქალაქია, რომელიც საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, კავკასიონის მთების სუბ-ტროპიკულ მთისწინეთში მდებარეობს.

საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მნიშვნელოვან საზღვაო კარიბჭედ აღიარებული და 2 000 წლიანი ისტორიული მემკვიდრეობით გამორჩეული რეგიონის წიაღში მდებარე ქალაქი სტუმრებს განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც მეტროპოლიტურ ცხოვრების სტილსა და მრავალფეროვან ლანდშაფტს აერთიანებს.

Capriani

კონტაქტი