კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 03.11.2026

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს, რა სახის ინფორმაციას აგროვებს CIPRIANI USA, INC. (შემდგომში -  „Cipriani“, „ჩვენ“ ან „ჩვენი“)  ვებგვერდზე თქვენი  ვიზიტისას, აგრეთვე აღწერს პერსონალური მონაცემების შეგროვების, გამოყენების, გამჟღავნების და შენახვის წესებს.

ინფორმაციის შეგროვება და ქუქი-ფაილები

ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ პერსონალური მონაცემები, მათ შორის: თქვენი სახელი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მომხმარებლის ანგარიშის მონაცემები, გეოლოკაციის მონაცემები და გადახდის ინფორმაცია, როდესაც თქვენ ახორციელებთ შესყიდვას. ამასთანავე, ჩვენ ვაგროვებთ არაპერსონალურ ინფორმაციას ვებგვერდის გამოყენების შესახებ.

ტექნიკური მონაცემებისა და ვებგვერდის გამოყენების შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით, შესაძლოა გამოვიყენოთ ქუქი-ფაილები (Cookies), პიქსელური ტეგები (Pixel Tags), ვებშუქურები (Web Beacons), ჟურნალის ფაილები (Log Files) და მსგავსი ტექნოლოგიები. აღნიშნული ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლოა შეგროვდეს ინფორმაცია ბრაუზერის ტიპის, ოპერაციული სისტემის, IP მისამართის, მონახულებული გვერდებისა და ვებგვერდზე გატარებული დროის შესახებ.

ინფორმაციის გამოყენება

ჩვენ მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ შემდეგი მიზნებისთვის: მომსახურების გაწევა, შეკვეთებისა და გადახდების დამუშავება, მომხმარებელთა მოთხოვნებზე რეაგირება, შესაბამისი შეთავაზებების გაგზავნა, ჩვენი მომსახურების გაუმჯობესება, თაღლითობის პრევენცია და კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.

ინფორმაციის გაზიარება

ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ ინფორმაცია მომსახურების მიმწოდებლებს, ჩვენს აფილირებულ პირებსა და კომპანიებს, სამართალდამცავ ორგანოებსა და სახელმწიფო უწყებებს, თუ ასეთი გაზიარება მოთხოვნილია კანონმდებლობით ან აუცილებელია ჩვენი უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დასაცავად.

მონაცემთა შენახვის ვადა

პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებული მიზნების მისაღწევად და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად.

მონაცემთა სუბიექტის უფლებები

თქვენი ადგილსამყოფლის მიხედვით, შესაძლოა გქონდეთ შემდეგი უფლებები თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით: მონაცემებზე წვდომის უფლება, მონაცემთა გასწორების უფლება, მონაცემთა წაშლის უფლება, მონაცემთა დამუშავების შეზღუდვის უფლება, მონაცემთა დამუშავების წინააღმდეგ გამოთქმის უფლება და მონაცემთა გადატანის უფლება.

აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: privacy@cipriani.com.

საკონტაქტო ინფორმაცია

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვების, მოსაზრებების ან წინააღმდეგობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: privacy@cipriani.com.

კონტაქტი